LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადელი ექიმი წყვილებს სექსის დროს პირბადეების გამოყენებას ურჩევს

1196
canadiandoctr

აღნიშნული განცხადება კანადის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უფროსმა სამედიცინო ოფიცერმა, დოქტორმა ტერეზა თემმა გუშინ გაავრცელა. იგი წყვილებს კოცნისგან თავის შეკავებას და სექსის დროს პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდებს, რათა მათ კორონავირუსით ინფიცირებისგან თავის დაცვა შეძლონ. ამის შესახებ ,,როიტერსი” წერს.

თემის განცხადებით, სქესობრივი გზით კორონავირუსით ინფიცირების რისკი დაბალია, თუმცა საკმაოდ დიდია მისი სასუნთქი გზებით გადადების შესაძლებლობა, სწორედ ამიტომ წყვილებმა რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

„თავი აარიდეთ კოცნას და სხვა სახის ახლო კონტაქტს, გამოიყენეთ ნიღაბი, რომელიც ცხვირს და პირს ფარავს და ყურადღება მიაქციეთ საეჭვო სიმპტომებს“ – ურჩია თემმა წყვილებს სპეციალური განცხადებაში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

დღეისათვის კანადაში კორონავირუსით ინფიცირების 129,923 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 115,050 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, ხოლო 9,135 გარდაიცვალა. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით მკურნალობას გადის  5,738 პირი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები