LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადელი შემსრულებელი მარკ მარტელი საქართველოში ჩამოფრინდა

635
5

კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი, რომელიც აღიარებულია, როგორც „ქუინის“ სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი და თავად ჯგუფის წევრების რჩეულია, უკვე საქართველოშია. ის თბილისში 10 ივნისს ღამით პროდიუსერებთან და მეუღლესთან ერთად ჩამოფრინდა.

მარკ მარტელი საქართველოში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მოწვევით ჩამოვიდა. მომღერალი 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე „ოქროს ტალღა“ იმღერებს. ღონისძიება „ქუინის“ შემოქმედებას ეძღვნება, მარკ მარტელი ლეგენდარული ჯგუფის საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს.

10 ივნისს, 12:00 საათზე, ის ქართულ მედიას სასტუმრო „ვინდჰემ გრანდში“ შეხვდება, შემდეგ კი პირველ რეპეტიციას „ბრავო რეკორდსში“ გაივლის გორის ქალთა გუნდთან და თბილისის მერიის ვაჟთა კაპელასთან ერთად. მარკ მარტელი ამავე დღეს რადიოჰოლდინგ „ფორტუნასაც“ ესტუმრება.

11 ივნისს, დღის პირველ ნახევარში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მომღერალი საუნდ ჩექს გაივლის.

შეგახსენებთ, რომ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია 11 ივნისს იმართება. გაიცემა ჯილდოები 15-ზე მეტ ნომინაციაში, მათ შორის არის მთავარი, წლის სიმღერის ჯილდოც. დასაწყისი: 18:30 წთ.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექ ინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდჰემ გრანდი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური „ომეგა ემბეერი“.

პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“.

საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები