კანადელი შემსრულებელი, რომელიც „ქუინის“ სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა და ფილმის „ბოჰემური რაფსოდია“ მუსიკალურ ნაწილში საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი, საქართველოს სტუმრობს.

ის თბილისში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიწვევით, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

კანადელი შემსრულებელი  ხვალ „ოქროს ტალღაზე“, „ქუინის“ რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერებს შეასრულებს, მანამდე მარკ მარტელმა ყველას გაოცება უკვე მოახერხა და ქართულად აცეკვდა.

საქართველოში ვიზიტის პირველი შთაბეჭდილებები  მომღერალმა გულშემატკივრებს უკვე გაუზიარა.

“დღეს საღამოს სიამოვნებას ვიღებ ქართული ტრადიციული კერძებით  არაჩვეულებრივ მასპინძლებთან ერთად. საღამო სავსე იყო გემრიელი კერძებით, ცოცხალი ცეკვებითა და შემსრულებლებით”- წერს მარტელი

შეგახსენებთ, მომღერალი 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე „ოქროს ტალღა“ იმღერებს.

ღონისძიება „ქუინის“ შემოქმედებას ეძღვნება, მარკ მარტელი ლეგენდარული ჯგუფის საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს.

მსგავსი თემები