LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანცელარიის წინ მიმდინარე აქციას შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი დააკვირდება

163

კანცელარიის წინ მიმდინარე აქციას შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი დააკვირდება. კანცელარიის წინ იმყოფება დეპარტამენტის უფროსი ლონდა თოლორაია. მისი განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტარტამენტის წარმომადგნლები დააკვირდებიან თუ  რამდენად იქნება დაცული გამოხატვის თავისუფლება.

“დავაკვირდებით რამდენად დაცული იქნება აქციაში მონაწილე თითოეული პირის უფლება.შსს წარმომადგენლები მობილიზებულნი არიან იმისთვის , რომაქციამ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიაროს და იყოს დაცული აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთოხება”- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე ინფორმაციით, დღეს პოლიციამ ასამდე პირი დააკავა, მათი ნაწილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

დაკავებულთა შესახებ დაზუსტებულ ციფრს შსს მოგვიანებით გაავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები