LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონი მივიღოთ, რომლითაც პრეზიდენტს საჯარო გამოსვლები შეზღუდული ექნება და მხოლოდ დღესასწაულებს მოგვილოცავს – ვაშაძე

101
BeFunky-collage (28)

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ვაშაძე ფიქრობს, რომ ცუდი არ იქნება, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საჯარო გამოსვლები კანონით აეკრძალება.

ჩემი გამოსვლა არ ეხებოდა ჯარს, იყო სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში – პრეზიდენტი

„სალომე ზურაბიშვილზე ერთადერთი, რაც მომდის გონებაში ის არის, რომ მას უნდა შევუზღუდოთ საჯარო გამოსვლები. იქნებ კანონი მივიღოთ, რომლითაც საჯარო გამოსვლები შეზღუდული ექნება პრეზიდენტს და საზოგადოებასთან წინასწარ შეთანხმებით, წელიწადში ერთხელ, საახალწლოდ ან საშობაოდ გამოვა, რომ მარტო დღესასწაულები მოგვილოცოს, ყოველგვარი სახელმწიფოებრივი საკითხების მოხსენიების გარეშე. უნდა ავუკრძლოთ პრეზიდენტს საუბარი ყველა პოლიტიკურ მოვლენაზე, რაც ქვეყანაში ხდება და მარტო ახალი წელი, შობა, აღდგომა მოგვილოცოს. იმედია, აქაც შეცდომას არ დაუშვებს, ჩვენს აღდგომას მოგვილოცავს და არა სხვისას, ან სხვა რამეს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

პრეზიდენტი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

გიორგი ვაშაძე ასევე ფიქრობს, რომ პრეზიდენტს კანონით უნდა აეკრძალოს ჯარზე, შეწყალებაზე, ეკონომიკაზე და ზოგადად ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხზე საჯაროდ საუბარი, ვინაიდან მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ყოველთვის შეურაცხმყოფელი და ანტისახელმწიფოებრივია და ქვეყანაში მხოლოდ რუსული ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები