LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინი ნიშნავს, რომ სასტუმროში აცხოვრებ ადამიანს, უხდი ბიუჯეტიდან და ეს არის გარანტირებული შემოსავლები – პაატა შეშელიძე

169
FORTUNA.GE

„შესაძლებელია იყოს გარკვეული ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ლობირებენ ზოგიერთ სასტუმროებზე გადამისამართებას. კარანტინი ნიშნავს, რომ სასტუმროში აცხოვრებ ადამიანს, უხდი ბიუჯეტიდან და ეს არის გარანტირებული შემოსავლები“, – ამის შესახებ ექსპერტმა პაატა შეშელიძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მან მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს საზღვრების გახსნის შემდეგ საქართველოში ჩამოსული ადგილობრივი და უცხო ქვეყნის მოქალაქეების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას, კრიტიკულად შეაფასა.

„ვინაიდან ტურისტული სეზონი არ გვაქვს, ზოგიერთი სასტუმროსთვის კარანტინი არის დამატებითი შემოსავალი მთავრობისგან.

რამდენიმე ნიუანსია. მათ შორის შეიძლება იყოს, გარკვეული ინტერესთა ჯგუფები ლობირებენ ზოგიერთ სასტუმროებზე გადამისამართებას.
მართალია ზოგიერთი სასტუმრო უსასყიდლოდ მოემსახურა ხალხს, მაგრამ არა ყველა“, – აღნიშნა პაატა შეშელიძემ.

არ შეიძლება ქვეყანა ციხედ აქციო: რაში სჭირდება მთავრობას “დააფეთე და იბატონეს” პრინციპი

შეგახსენებთ, იმ 5 ევროპული ქვეყნიდან, რომელსაც საქართველომ საზღვარი “უპირობოდ” გაუხსნა, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინში მაინც მოხვდებიან, ტურისტები კი – არა.

ხელისუფლების ფარული განზრახვა: აწყობს თუ რა მთავრობას საზღვრების მართლა გახსნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები