LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინი ოფიციალურად არც ერთ კლინიკაში არ არის – ჯანდაცვის სამინისტრო

karantini

კარანტინი, კლასიკური გაგებით, ოფიციალურად არც ერთ კლინიკაში არ არის – ამის შესახებ “ფორტუნას” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში განმარტავენ, რომ კლინიკებში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნახველთა რაოდენობას ზღუდავენ.

რაც შეეხება შეზღუდვებს, ამას საავადმყოფოს ადმინისტრაცია თავად წყვეტს და ამიტომ, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებებშია მნახველებზე დაწესებული ლიმიტები, სამინისტროსთვის უცნობია.

“კარანტინი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ცხადდება, ასე რომ ოფიციალურად არცერთ კლინიკაში კარანტინი გამოცხადებული არ არის. ის რასაც ახლა კარანტის ეძახიან არის შეზღუდვები მნახველების შეშვებასთან დაკავშირებით. კარანტინი რომ იყოს, საავამდყოფომ პაციენტები აღარ უნდა მიიღოს და კლინიკაში მყოფი მძიმე პაციენტების გარდა, ყველა გაუშვას. 

"მცხეთის სამედიცინო ცენტრში" კარანტინი გამოცხადდა

H1N1 ვირუსით ამ დროისთვის საქართველოში 8 ადამიანია გარდაცვლილი

რაც შეეხება შეზღუდვებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან თითქმის ყველა საავადმყოფოშია H1N1 ვირუსის, ან სხვა ტიპის გრიპის მქონე პაციენტი, შესაბამისად, ნებისმიერმა კლინიკამ შესაძლოა ასეთი შეზღუდვა დააწესოს,” – აღნიშნეს “ფორტუნასთან” სამინისტროში.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებულ საავამდყოფოებში, კარანტინის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. დღეს მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმაც განაცხადა, რომ კლინიკაში კარანტინია.

დღესვე, სოციალურ ქსელში მერაბ ღოღობერიძემ დაწერა, რომ ბათუმის ინფექციურ სავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. როგორც მან “ფორტუნასთან” აღნიშნა, ფოტოები თავად გადაიღო, მაშინ როცა მისი სიცხიანი შვილის კლინიკაში მიყვანა სურდა.

ის ასევე ამბობს, რომ რთული ვითარებაა დედათა და ბავშვთა ცენტრშიც, სადაც 179 ბავშვი გადის მკურნალობას.

https://www.facebook.com/merabi.gogoberidze.1/videos/1933212016715512/