LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინის მექანიზმი კიდევ დიდხანს დარჩება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

195
1585645226-5e830974d63fb

უნივერსალურად კარის გაღება ვერ მოხდება, ეს იქნება შერჩევითად და იმ კონტროლით, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში რისკების შემოდინება, თავიდან ავიცილოთ , – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნეს ვიზიტორებთან მოთხოვნა იქნება 72-საათიანი ვალიდურობის ტესტის ქონა, ან ადგილზე ტესტირება ყოველ 72 საათში.

„პირველი კრიტერიუმი, რითაც მიიღება გადაწყვეტილება და ყველა ქვეყანა ასე აკეთებს, არის შეფასება ეპიდემიური რისკის სხვა ქვეყანაში, საიდანაც მოგზაურები უნდა შემოვიდნენ და ასევე, რისი შესაძლებლობა აქვს ქვეყანას საზღვარზე დაცვისთვის. ეს არის კარანტინის, თვითიზოლაციის და ტესტირების მექანიზმი, ამდენად ჩვენც ეს არჩევანი გვაქვს და დავკონკრეტდებით, რომელი ქვეყნიდან რა ვადებში, რომელი ჯგუფებისთვის და რა მექანიზმით მოხდება საზღვრების გახსნა. უნივერსალურად კარის გაღება ვერ მოხდება, მოხდება შერჩევითად და იმ კონტროლით, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში რისკების შემოდინება ავიცილოთ თავიდან, როგორც აქამდე ვაკეთებდით და რის ხარჯზეც გვაქვს ასეთი კარგი ეპიდემიური მდგომარეობა”, – განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმოსვლის გახსნა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ეპიდემიურად ისევ წითელ ზონაში არიან, რა თქმა უნდა, რისკის შემცველია. ამიტომ, გაბუნიას განცხადებით,  ქართული მხარე გადაწყვეტილების მიღებისას, თუ სად და როგორი ინტენსივობით გააქტიურდება მოგზაურობა, ქვეყნების ეპიდემიურ მდგომარეობას გაითვალისწინებს.

რაც შეეხება კარანტინის რეჟიმს მინისტრის მოადგილის  თქმით, კარანტინის მექანიზმი კიდევ დიდხანს დარჩება, თვითიზოლაცია კი მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის განიხილება

„უნივერსალურად საზღვრის გახსნა ვერ მოხერხდება ვერც 15 ივლისს და ვერც 15 აგვისტოს. ამიტომ დღეს ძალიან რთულია ამაზე საუბარი. მთავარი არის, რომ ჩვენ შევაფასოთ ეპიდემიური რისკი“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები