LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი კიდევ უფრო გამდიდრდა

206
b4c128146e21fbdd16165e6a8cb11fb6-fitted-740x1500

კარანტინის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი – ჯეფ ბეზოსი კიდევ უფრო გამდიდრდა და ის ახალი რეკორდის დასამყარებლად ემზადება.

როგორც BusinessInsider-ის ექსპერტები ამბობენ, კომპანია Amazon–ის დამფუძნებელი, გლობალური კარანტინის პირობებში, უფრო და უფრო მდიდრდება. მათი ვარაუდით, 2026 წლისთვის ის ახალ ფინანსურ რეკორდს დაამყარებს და ტრილიონერის სტატუსს მიიღებს.

პანდემიის პირობებში, 56 წლის მილიარდერის კიდევ უფრო გამდიდრება 2 ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა:

1.ჯეფ ბეზოსის კომპანია Amazon კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი გახდა, ვიდრე აქამდე იყო. იზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა სულ უფრო აქტიურად დაიწყეს ონლაინ მაღაზიების გამოყენება სხვადასხვა პროდუქციის შესაძენად. შესაბამისად, Amazon–იდან გამოწერების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა, რაც კომპანიის ფინანსურ მოგებაზეც მომენტალურად აისახა.

2.გარდა ამისა, კომპანია Amazon–ის აქციები მიმდინარე წლის მაისში, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, 5,3%–ით გაძვირდა. ჯამში, 2020 წლის განმავლობაში ჯეფ ბეზოსის ქონება 23.8 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ამჟამად, 146 მილიარდს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები