LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინისა და იზოლაციის ვადები მცირდება – ვის ეხება ცვლილება

223
იზოლაცია

კოვიდ – 19-ით ინფიცირებულთათვის იზოლაციის ვადები მცირდება. გარკვეული პროფესიებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 6 დღე, დანარჩენებისთვის – დადასტურებიდან 7 დღე. ეს ეხება უსიმპტომო პაციენტებს, სიმპტომიანებს კი იზოლაცია კვლავ 10 დღე მოუწევთ.

ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტებისთვის იზოლაცია დასრულდება დადასტურებიდან მე-6 დღეს, თუმცა ეს ეხებათ “სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში” დასაქმებულ პირებს.

  • სამედიცინო დაწესებულებები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
  • საქართველოს პროკურატურის სისტემა;
  • ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
  • იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, სიმპტომების გასვლიდან 24 საათი უნდა იყოს გასული და მკაცრად
  • რეკომენდაცირებულია პირბადის ტარება 5 დღის განმავლობაში.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათთვის იზოლაცია დასრულდება დადასტურებიდან 7 დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში სწრაფი ტესტი არ არის საჭირო.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი – დადასტურებიდან მინიმუმ 10 დღე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები