LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარცეროგენის შემცველი საკვები სიმსივნეს იწვევს, როგორ ავიცილოთ თავიდან კიბო – ონკოლოგიური ცენტრის დირექტორის რჩევები

3664
ზურაბი

შემაშფოთებელი სტატისტიკა და თბილისი, სადაც ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – მხოლოდ 2018 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხოვრებაში პირველად სიმსივნე 9635 ადამიანს დაუდგინდა, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 9485 იყო. თბილისს რაც შეეხება, ბოლო მონაცემებით, ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზით 3720 ადამიანია რეგისტრირებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სტატისტიკის ზრდა არ ნიშნავს სიმსივნით დაავადებული ადამიანების რაოდენობის ზრდას. მისი თქმით, რეგისტრაცია და მონაცემთა დაზუსტება გაუმჯობესდა და მონაცემების ზრდაც ამიტომ ფიქსირდება. 

სიმსივნით დაავადების მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს - როგორია სტატისტიკა

სტატისტიკის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს კიბოთი დაავადების რეალური მაჩვენებლების მატებას.

დამატებითი კომენტარისა და ინფორმაციისთვის რადიო „ფორტუნა“ თავად ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ძალიან დაკავებულია, შეხვედრები გაწერილი აქვს და ფიზიკურად ვერ შეძლებდა კომენტარის გაკეთებას.

ამის შემდეგ ჩვენ თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორს ვესაუბრებთ, რომელმაც სიმსივნეების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ჰაერის დაბინძურება დაასახელა, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი მიზეზი არაა. 

ზურაბ რაინაული, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი: სტატისტიკაზე შემიძლია გითხრათ, რომ სავარაუდოდ, მიმართვიანობა გაიზარდა, არსებობს სოციალური პროგრამები, სკრინინგცენტრები და მოქალაქეები მათ უფრო ხშირად მიმართავენ. რაც შეეხება თბილისზე აქცენტის გაკეთებას, აქ საქართველოს მოსახლეობის 1/3 ცხოვრობს. გარდა ამისა, ონკოლოგიური კლინიკები თბილისშია თავმოყრილი. ამიტომ როცა რეგისტრაცია გადაეცემა, ინფორმაცია მიდის თბილისის კლინიკებიდან. მიზეზებზე გეტყვით, რომ ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი გამომწვევია, მაგრამ არა ერთადერთი. ძალიან მნიშვნელოვანია კვების ფაქტორი და ჯანსაღი გარემო. მინდა გითხრათ, რომ ორგანიზმში კარცენოგენული ნივთიერების მომატებული დოზით მოხვედრა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს. მათ შორის: დაბინძურებული ჰაერიდან, საკვებიდან, კარცენოგენული შემადგენლობა არის აზბესტში, ნიკოტინში.  დადგენილია სტატისტიკურად, რომ ამ ქიმიური ნივთერების ზედმეტი დოზა იწვევს ონკოდაავადებების განვითარების რისკს.

ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ ონკოლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად, უნდა დავაკვირდეთ საკვებს, რას ვჭამთ, შევამოწმოთ შენობა, სადაც ვცხოვრობთ და მასალების ხარისხი.

„უნდა შეამოწმოთ ის სამშენებლო მასალები, ლამინატი, ბეტონი, ავეჯი, რა გარემოშიც ცხოვრობთ. უნდა მოიკითხოთ, ხომ არ აქვს ქიმიური შემადგენლობის დამადასტურებელი საბუთი“, – ამბობს ზურან რაინაული.

მისივე თქმით, ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ ასაკში აღმოჩენა, განკურნების საწინდარია.

„ადამიანი ვალდებულია გარკვეული ასაკის შემდეგ იაროს კონსულტაციაზე. არსებობს სკრინინგის კრიტერიუმები, ანუ ჯანმრთელი ადამიანის გასინჯვა. ქალებმა სარძევე ჯირკვლის მამოგრაფია, კაცებმა კი პროსტატის კიბოს პროფილაქტიკისთის უნდა ჩაიტარონ გამოკვლევები. ანალიზით თუ აღმოჩნდება, რომ რაღაც პარამეტრი მომატებულია, მერე ღრმა კვლევა უნდა გაკეთდეს, რათა ადრეულ ეყაპზე გამოვლინდეს დაავადებები”, – აცხადებს ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები