LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარდაშიანები საშობაოდ ისევ თეთრებში გამოეწყვნენ (ფოტო)

kardashians

ყოველ წელს კარდაშიანები შობას თაყვანისმცემლებს განსაკუთრებულად ულოცავენ. ამჯერად ამერიკის ყველაზე პოპულარულმა ოჯახმა „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გაავრცელა, რომელიც წელს მათი მისალოცი ბარათი იქნება.

თეთრებში გამოწყობილი ოჯახის წევრები არასრული შემადგენლობით პოზირებენ. კიმი, ქორთნი, კაილი და ქლოე თეთრ ფერებში არიან გამოწყობილნი და ფეხშიშველები პოზირებენ ფოტოგრაფის წინაშე. მათთან ერთად არიან მათი შვილებიც. ფოტოზე წელს ვერ მოხვდნენ კრის და კენდალ ჯენერები. ასევე ფოტოზე არ არიან ოჯახის წევრი მამაკაცები, მათ შორის არც კანიე უესტი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოჯახი საშობაოდ თეთრ ფერს ირჩევს. თეთრებში იყვნენ გადაწყვეტილნი კარდაშიანები 2012 და 2017 წელსაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები