LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარფური“ არასეზონური ხილის გაყიდვაზე უარს ამბობს

1651
carrefour-0

კარფურშიარასეზონური ხილი აღარ გაიყიდება – აღნიშნული გადაწყვეტილება სუპერმაკეტების ქსელის ფრანგულმა წარმომადგენლობამ მიიღო და შესაბამისად, არასეზონური ხილის აკრძალვაც, ფრანგულ ბაზარზე გავრცელდება.

ინფორმაციას ვებგვერდი Hortidaily.com ავრცელებს, რომელიც წერს, რომ „კარფური“ ამიერიდან არასეზონურ მარწყვს აღარ გაყიდის და სუპერმარკეტის დახლებზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ის ხილი, რომელიც ზამთრის სეზონისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად: ციტრუსი და ვაშლი.

„ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ იანვარში გაყიდვიდან ამოგვეღო არასეზონური მარწყვი. მარწყვს ახლა გემო არ აქვს“,- წერს „ტვიტერზე“ საფრანგეთში „კარფურის“ გაყიდვების მენეჯერი იოან ალარკონი.

მისივე თქმით, მარწვიკარფურისდახლებზე თებერვლის შუა რიცხვებში დაბრუნდება, მას შემდეგ, რაც პირველი ესპანური მარწყვი დამწიფდება, გაზაფხულიდან კი გაყიდვაში ფრანგული მარწყვიც ჩაეშვება.

რაც შეეხება ნამცხვრებს არწყვის შემადგენლობით, საფრანგეთში „კარფურის“ გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ ის ამ საკითხზე ფიქრობს, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, შეჩერდება თუ არა ქვეყანაში ამ ტიპის ნამცხვრების გაყიდვაც. „ჩვენი კლიენტები უნდა გამოვიკვლიოთ. ისინი გადაწყვეტენ”, – ამბობს იოან ალარკონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები