LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კარგად იქნები, იმედი მაქვს” – დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც 17 წლის სტუდენტს ვაქცინა გაუკეთა

3765
1

ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც 17 წლის სტუდენტი კოვიდვაქცინით აცრა. შემთხვევა ნიუ-იორკში მოხდა.

54 წლის ლორა რუსომ, რომელიც ბიოლოგიის მასწავლებელია, მოზარდს ვაქცინა საკუთარ სახლში გაუკეთა.

სამართალდამცველების განცხადებით, პედაგოგს არ ჰქონდა შესაბამისი ოფიციალური სამედიცინო კვალიფიკაცია იმისთვის, რომ მოსწავლისთვის ვაქცინა გაეკეთებინა.

მას ასევე არ ჰქონდა 17 წლის ბიჭის მშობლების თანხმობა აცრაზე, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, თავად “პაციენტს” ვაქცინის გაკეთება სურდა.

ამ დროისთვის უცნობია, როგორ მოხვდა ვაქცინა მასწავლებლის ხელში ან რომელი კომპანიის მიერ არის წარმოებული.

ამ ეტაპზე, აშშ-ში “ფაიზერი”არის ერთადერთი ავტორიზებული ვაქცინა 18 წლამდე მოზარდებისთვის.

მედიაში ვრცელდება ფაქტის ამსახველი ვიდეოც, რომელშიც მასწავლებელი მოზარდს ეუბნება: “კარგად იქნები, იმედი მაქვს”.

ოფიციალური პირების განცხადებით, ბიჭის მშობლებმა პოლიციაში მას შემდეგ დარეკეს, რაც მოზარდი სახლში მივიდა და თქვა, რომ ვაქცინა გაიკეთა.

ლორა რუსოს სასამართლო პროცესი 21 იანვარს არის ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები