LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი ინტუიციის მქონე ადამიანებს მაღალი ინტელექტი აქვთ

716
51344717_m-900x601 (1)

კარგი ინტუიცია აუცილებელი ინსტიქტია იმისთვის, რომ მივხვდეთ რა ცოდნაზე ვფოკუსირდეთ და რისი დავიწყების უფლება მივცეთ თავს – ეს დასკვნა ფსიქოლოგმა ჯერდ გიგერენზერმა გააკეთა, რომელიც მაქს პლანკის ინსტიტუტში ადამიანის განვითარებაზე მუშაობს.

მის ნამუშევარში „მტკიცე გრძნობები: უზომო ინტელექტი“ ჯერდი ხნის როგორ მუშაობს გონება და ინტუიცია ერთდროულად.

ფსიქოლოგის დასკვნით ინტუიცია ინტელექტის ფორმაა, თუმცა ის ფაქტებსაც უნდა ეყრდნობოდეს.

„მას ვისაც ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა აქვს და მზად არიან უფრო მეტი გაიგონ, უფრო ჭკვიანებიც არიან. თქვენ არ შეგიძლიათ ისხდეთ და ელოდოთ როდის დაგეცემათ ცოდნა თავში.  უნარი, რომ სწორ თემას ჩაეძიოთ და მისი სხვადასხვა ასპექტი დაინახოთ, აუცილებელია. როდესაც ინტუიცია ამ სწორი თემისკენ გიბიძგებთ, ეს ინტელექტის ფორმაა და ძალიან მნიშვნელოვანია“ – ვკითხულობთ ნაშრომში.

ამ თეორიის თანახმად, რაც უფრო მეტს სწავლობთ, ინტუიციაც უფრო ძლიერდება.

ალბათ ბევრ ჩვენგანს გაუგია აინშტაინის ინტუიციის თეორიის შესახებ. მას სჯეროდა, რომ ინტუიცია რაციონალობის ნაწილი და დიდი საჩუქარი იყო. არსებობს მომენტები, როდესაც თქვენი გონება არასწორ გზაზე გაყენებთ, ამ დროს ინტუიცია გჭირდებათ იმისთვის, რომ კვლავ სწორ გეზს დაუბრუნდეთ. როდესაც ფიქრობთ, რომ რაღაც არასწორია, ამ დროს თქვენი ინტუიციური გონება გაძლევთ ნიშანს, რომ სხვა გზითაც უნდა იფიქროთ.

ინტელექტუალები ამ „გაფრთხილებებს“ და “ნიშნებს” ყურადღებას აქცევენ. მათ შორის საუკეთესოები კი ინსტიქტით დიდ რისკზე მიდიან და წარმატებულებიც არიან. ინტუიციის გავარჯიშება კი ამ წარმატების გასაღებია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები