LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთვის არის მკაცრი რეკომენდაცია ბუსტერ დოზა – მაია ბუწაშვილის მოსაზრება

2223
page

უვადო „მწვანე პასპორტი“, ბუსტერ დოზა და 12 წლის ასაკიდან ვაქცინაცია – ამ საკითხებზე „ფორტუნასთან“ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს.

ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ მწვანე პასპორტი უნდა მიეცეთ იმ ადამიანებსაც, ვინც გადაიტანა კოვიდი, მაგრამ არ არის ვაქცინირებული

მაია ბუწაშვილი:

აქ ბევრი კითხვის ნიშანია ვადებზე და ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენც სხვა ქვეყნების  გამოცდილება გაგვეზიარებინა და პასპორტი არ ყოფილიყო უვადო. სასურველი იქნებოდა, რომ როგორც ბევრ ქვეყანაშია, საქართველოშიც 6-თვიანი ვადა დაგვეწესებინა, იმიტომ, რომ ყველაზე მაღალი დაცვა სწორედ ამ პერიოდზე მოდის ხოლმე, ამის შემდეგ უკვე სათუოა, რამდენად მოჰყვება ადამიანს იმუნიტეტი.

მათთვის, ვინც გადაიტანა და ვინც აცრილია ორჯერადად, სასურველია თუ არა ბუსტერ დოზის გაკეთება?

ბუსტერ დოზა გახლავთ რეკომენდებული მათთვის, ვინც იმყოფება რისკჯგუფში, ვისაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვს და ასევე აქვს სამსახურებრივი შეხება ვირუსთან, მათთვის ბუსტერ დოზა მკაცრი რეკომენდაციაა. დანარჩენ შემთხვევაში, ბუსტერ დოზა არის ინდივიდის გადასაწყვეტი, ამის აუცილებლობა არ არის.

რა ტიპის რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს ადამიანებისთვის, რომ მეტად მოიმატოს 12 წლიდან აცრილების მაჩვენებელმა?

12 წლიდან ვაქცინაცია უკვე ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს, შესაბამისად, ის კითხვის ნიშნები, თუ როგორი იქნებოდა ბავშვებში აცრის მიმდინარეობა, უკვე აღარ არსებობს. მსოფლიოში უკვე მილიონობით ბავშვია აცრილი. შესაბამისად, ჩვენც შეგვიძლია მათი გამოცდილება გავიზიაროთ და მშვიდად ავცრათ ბავშვები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები