„კარგი მენეჯერი შეიძლება იყო რესტორნის, ტრანსპორტის დაწესებულებაში, ან სამხედრო უწყებაში და ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სფეროში გაერკვევი?“,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილის წარდგენას.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი კარგად უნდა იყოს გარკვეული ჯანდაცვის პოლიტიკაში, პროგრამებში და ა.შ.

„არ არის აუცილებელი ჯანდაცვის მინისტრი იყოს მოქმედი ექიმი ან პრაქტიკოსი, მაგრამ აუცილებელია ის იყოს ჯანდაცვის მენეჯერი, ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი, ჰქონდეს ჯანდაცვის პროგრამების მართვის გამოცდილება.

უბრალოდ კარგი მენეჯერია არ ვიცი რას ნიშნავს. კარგი მენეჯერი შეიძლება იყო რესტორნის, ტრანსპორტის დაწესებულებაში, ან სამხედრო უწყებაში და ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სფეროში გაერკვევი?

ჯანდაცვის მინისტრს უნდა ჰქონდეს კომპეტენციები, უნდა იცოდეს მომიჯნავე სფეროები. ერკვეოდეს ჯანდაცვის ეკონომიკაში, პროგრამებში, პირველად ჯანდაცვაში, ჰოსპიტალურ სექტორში.

ჯანდაცვის მინისტრს, გულწრფელად წარმატებებს ვუსურვებ იმიტომ, რომ ეს ქვეყანაზე აისახება ეს ყოველივე. კითხვა რომ დავუსვათ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე ბაზისური ცოდნა მაინც უნდა ჰქონდეს, ბაზისური კი არა მეტიც, მაგრამ არაფერზე ამაზე ნაფიქრი არ აქვს“,-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მსგავსი თემები