LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი სამსახურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაცნობობაა – NDI-ს გამოკითხულთა 37%

sdsad

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა ნაცნობობაა. გამოკითხულთა 23 პროცენტი კი ფიქრობს, რომ პროფესიონალიზმი სამუშაოს დასაწყებას ყველაზე მთავარი პირობაა.

9 პროცენტს მიაჩნია, რომ უცხოეთში განათლების მიღების შემთვევაში საქართველოში სამუშაოს დაიწყებს; 8% ფიქრობს, რომ კარგი სამსახურის დასაწყებად მთავარია ნიჭი; 7 და 6 % კი კარგ სამსახურს გამართლებას მიაწერს.

კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები