LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კარგია გურამ! რომ დაიბან, მერე სხვისი ჰიგიენაც აღარ გაგიკვირდება” – თაკო ჩარკვიანის მორიგი მიმართვა შეროზიას

360
BeFunky-collage (5)

კორონავირუსით ინფიცირებული თაკო ჩარ­კვი­ა­ნი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობს და  სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ პერიოდულად აქვეყნებს ვიდეობს. ერთ-ერთი “ლაივჩარ­თვი­ს” დროს ბლო­გერ­მა გუ­რამ შე­რო­ზი­ამ თაკო ჩარ­კვი­ა­ნი “კა­მე­რე­ბის და­სა­ნა­ხად პა­ლა­ტა­ში წა­მო­გო­რე­ბულ სან­დრო ბრე­გა­ძეს” შე­ა­და­რა. პასუხმა არ დააყოვნა. თუმცა როგორც ჩანს “დაპირსპირება” სოციალურ ქსელში კვლავ გრძელდება.

“სიკვდილის წინ დაიბარე დაგბანონ” – თაკო ჩარკვიანი გურამ შეროზიას

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა ფეისბუქზე კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა გურამ შეროზიას. როგორც  ჩარკვიანი წერს, რომ მოხარულია, რადგან შეროზიამ მისი რჩევა გაიზიარა და დრო თავის მოვლას დაუთმო.

„შეროზიამ დამიჯერა. კარგია, ეგებ უკეთეს ხასიათზე დააყენოს წყალმა, კარგია გურამ! ეგრე რა, რომ დაიბან და მოწესრიგდები, მერე სხვისი ჰიგიენაც აღარ გაგიკვირდება, არც ცუდად მყოფის და არც კარგად მყოფის, არც დავარცხნილი თმა და ტუჩსაცხი, ხომ გითხარი, რომ ავადმყოფობის შიშს არ უნდა აჰყვე და თავი არ უნდა დაათრგუნინო, ეს განგვასხვავებს ადამიანებს შეშინებული პირუტყვისგან, ჰოდა მერე არც სხვისი ახლომხედველობის სათვალე გეგონება მზის, აი ასე შე კაი ადამიანო, ასე არ ჯობია „ბლოგერ“?!“ – დაწერა ჩარკვიანმა.

ამავე პოსტზე საპასუხო კომენტარი შეროზიამაც გააკეთა:

„ჩემს „სისუფთავეზე“ რომ კრინტს დაძრავს ვინმე და მით უმეტეს – თაკუნა, რატომ მიწა არ გაგვისკდება ან პომადა-კონწური დაბანასთან რა შუაშია, დაუბანელზე ვერ წაისვამდი? ლოღიკა რატომ არ გასვენებს გამჩენი? ისე, კორონა დაამარცხე?“

 

https://www.facebook.com/tako.charkviani.14/posts/1638578132975566

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები