LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგია, თუ ვინმე ინარჩუნებს ადამიანურ სახეს… დანარჩენები მძიმე და ამორალურ განცხადებებს აკეთებენ: ხატია დეკანოიძე კახა კუჭავას მიერ ელენე ხოშტარიას მონახულებაზე

80
ხატია დეკანოიძე

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიერ, პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მონახულებას, რომელიც პარლამენტში მესამე დღეა შიმშილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „კარგია თუ ვინმე ინარჩუნებს ადამიანურ სახეს“. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები „მძიმე და ამორალურ განცხადებებს აკეთებენ“.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქილიკობს პროტესტის ამ ფორმაზე, არის სახე „ქართული ოცნების“ და ის მორალური თუ ინტელექტუალური ფსკერი, რომელიც მათ აქვთ.

კახა კუჭავამ პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მოინახულა

კახა კუჭავას მოსვლის მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა – ეს კარგი მაგალითია: ელენე ხოშტარია

მიხარია, რომ ელენე არის ძალიან მხნედ, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ვნერვიულობ ჩემი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ნამდვილად არ მინდა და არც გვიღირს ადამიანის ჯანმრთელობა და ფიზიკური უსაფრთხოება, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის მისი ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტი უმწვავეს პოლიტიკურ ვითარებაზე.

დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან კრიტიკული და ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმდება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქილიკობს პროტესტის ამ ფორმაზე, არის სახე „ქართული ოცნების“ და ის მორალური თუ ინტელექტუალური ფსკერი, რომელიც მათ აქვთ. რაც შეეხება კუჭავას ვიზიტს, მე გულწრფელად და ადამიანურად შემიძლია ვთქვა, რომ კარგია, თუ ვინმე ინარჩუნებს ადამიანურ სახეს, რასაც ვერ ვიტყვი დანარჩენ იმ ადამიანებზე ვინც წარმოუდგენლად მძიმე და ამორალურ განცხადებებს აკეთებენ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

პოპულალურები