LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლ ჰარცელი: მივესალმები გუშინდელ ქმედებებს – იმედია, ეს შესაძლებლობა შემდგომი პროგრესისთვის იქნება გამოყენებული

35
5ee7a0c3f1526

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, 19 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ჰარცელი იმედოვნებს, რომ ეს შესაძლებლობა შემდგომი პროგრესისთვის იქნება გამოყენებული.

„მივესალმები გუშინდელ ქმედებებს, რომლებიც მიმართული იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის მოგვარებისკენ. ასევე, ქალბატონი ხოშტარიასა და სხვების მიერ შიმშილობის დასრულებას. იმედია, ეს შესაძლებლობა შემდგომი პროგრესისთვის იქნება გამოყენებული. საკვანძო საკითხებად რჩება ძირითადი უფლებები, ობიექტური სამედიცინო კონსულტაცია და სათანადო სამართლებრივი პროცესი“, – წერს კარლ ჰარცელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები