LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლ ჰარცელი – მივესალმები სახალხო დამცველისა და მისი გუნდის მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს

95
კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, სახალხო დამცველის მიერ, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას აფასებს.

ამის შესახებ კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და აღნიშნავს, რომ ეს მისასალმებელია:

“მივესალმები სახალხო დამცველის და მისი გუნდის მიერ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შეფასების მიზნით შექმნილ სამედიცინო ექსპერტიზას, როგორც მისი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური მანდატის შესრულების ნაწილს, რომ ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას.” – წერს ჰარცელი “ტვიტერში”.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით, მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფის მიზანია ასევე შეაფასოს რამდენად შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ.

 

 

 

 

პოპულალურები