LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლ ლაგელფელდს საყვარელი მამაკაცის გვერდით დაკრძალავენ (ფოტო)

1388
mr.karl

ამ დრომდე კარლ ლაგერფელდის ანდერძის სრული ვერსია არ გამოქვეყნებულა. ჟურნალისტებმა რამოდენიმე დეტალის გარკვევა მაინც მოახერხეს. მაგალითად კარლ ლაგერფელდის სურვილით, კრემაციის შემდეგ მის ფერფლს ჟაკ დე ბაშერის ფერფლთან შეურევენ, რომელიც 1989 წელს შიდსით გარდაიცვალა. ბაშერი ლაგერფელდის პარტნიორი იყო 1971 წლიდან ანუ 18 წლის განმავლობაში.

ჯერ კიდევ სიცოცხლეში ლაგერფელდი ამბობდა, რომ სურდა საკუთარ კატასთან ერთად დეკრძალათ. ეს იმ შემთხვევაში, თუ საყვარელი კატა, შუპეტი დიზაინერის გარდაცვალებამდე დაიღუპებოდა. რაც შეეხება ჟაკ დე ბაშერს, მან ლაგერფელდი 19 წლის ასაკში გაიცნო. მაშინ კარლი 38 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერი ამბობდა, როგორ იყო აღფრთოვანებული ჟაკის გარეგნობით, ფიზკურ სიახლოვეს ყოველთვის უარყოფდა.  წყვილმა ერთად 18 წელი გაატარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები