LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კაროლივით” ვზივარ ბაღის ხელმძღვანელად, მაგ არხის მიკროფონს დაგახურავ თავზე – ბაღის გამგე ჟურნალიტს ემუქრება

3847
მედეა

საბავშვო ბაღის გამგე, რომელიც ტვ 25-ის ჟურნალისტის თქმით, სოციალურ ქსელში თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ პოსტებს წერდა, შემდეგ კი მას დაემუქრა, ახლა თვითმკვლელობით იმუქრება.

შემთხვევა აჭარაში, კერძოდ, ხულოს რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ადგილობრივი საბავშვო ბაღის გამგე მედეა მუმლაძე ტვ25-ის ჟურნალიტს სულხან მესხიძეს აჭარის მთავრობის წევრთა “შეწუხებით” დაემუქრა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში მუმლაძე თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, ასევე მუქარის შემცველ პოსტებს აქვეყნებდა, მაგრამ ახლა მსგავსი სტატუსები აღარ იძებნება.

ტელეარხმა ასევე გაავრცელა ვიდეოჩანაწერები, სადაც ბაღის ხელმძღვანელისა და თანამშრომლების დაპირისპირება ჩანს.

მთელი რაიონი ავაწრიალე და ვაუჩაძეს სასამართლო მოვუგე, “კაროლივით” ვზივარ ბაღის ხელმძღვანელად. ავაწრიალებ ყველაფერს, დაგახურავ თავზე. არც ვახტანგ ბერიძიდან მაკლია მხარდაჭერა, არც ანზორ ბოლქვაძისგან და არც ბაღების დირექტორისგან და არც უშიშროებისგან. დაგახურავთ ყველაფერს თავზე. რაც ამოსაქექი იყო ვაუჩაძის დროს, ამოგექექათ და გაგეშუქებინათ მართლა. ცოტა ნორმალურად იაზროვნე, მე გეუბნები შენ. გაფრთხილებთ, ანზორ ბოლქვაძეს კიდევ შევაწუხებ, ვახო ბერიძეს კიდევ შევაწუხებ. აჭარის მთავრობამდე მისვლამდე, თორნიკე რიჟვაძესთანაც შესასვლელი ვარ, მთელი ცხოვრება მაქვს მოსაწყობი და კიდევ შევაწუხებ, მაგ 25-ე არხის მიკროფონს დაგახურავ თავზე“, — უთხრა მედეა მუმლაძემ ჟურნალისტს.

მას შემდეგ, რაც სიუჟეტის ანონსი სოციალურ ქსელში გამოქვენდა, მედეა მამულაძე სულხან მესხიძეს ანონსის აღება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით დაემუქრა.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები