LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასრები, შეშა და ხმის გამაძლიერებლები – „ნაციონალების“ ოფისთან აქტივისტები გამაგრდნენ

128
55

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის,  ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად ნიკა მელია არ ესწრება.

„ნიკა მელიას არავის დავაჭერინებთ, მაშინ ხელისუფლებას ჩვენი დაჭერაც მოუწევს“. – აცხადებენ მელიას თანაგუნდელები.

შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში: კარლ ჰარცელი ნიკა მელიას საქმეზე

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან აქტივისტებმა კასრები და შეშა მიიტანეს. ადგილზე განლაგებულია ხმის გამაძლიერებელი აპარატურაც.

პარტიაში არ ასახელებენ ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზს.  თუმცა, ამბობენ, რომ თუ  შედეგი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მელიას დაკავების სანქცია გაიცა, წინააღმდეგობა იქნება.

ამ დროისთვის პარტიაში შეკრებილი არიან ლიდერები, როგორც “ნაციონალური მოძრაობიდან” ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიებიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ნიკა მელიას გარეშე მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები