LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატალონიაში მეჩეთი და მაროკოს საკონსულო წითლად შეღებეს

97

კატალონიის მეჩეთი ვანდალებმა წითლად გააფერადეს. შემთხვევა ტარაგონის პროვინციაში მოხდა და ვანდალთა მსხვერპლი მეჩეთის კედელთან ერთად მაროკოს საკონსულოც გახდა.

სამართალდამცავთა ვარაუდით, ყველაფრის უკან ტერორისტები დგანან, რადგან წითელი საღებავით შესრულებული წარწერები მაროკოელ საზოგადოებას ანგარიშსწორებით ემუქრება.

ბუნებრივია, კატალონიის პოლიციამ ყველაფერი 17 აგვისტოს ტერაქტს დაუკავშირა და გამოძიებაც სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 50 კი მძიმედ დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები