LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კატეგორიულად არ ვეთანხმები თქვენს აზრს” – ელტონ ჯონი პუტინს დაუპირსპირდა

412
eltoniii

ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი რუსეთის პრეზიდენტს დაუპირისპირდა. მომღერლის გაღიზიანება  Financial Times-თან პუტინის ინტერვიუმ გამოიწვია, რომელშიც ის სექსუალური უმცირესობების შესახებ ლაპარაკობს და ამბობს, რომ ლიბერალური ღირებულებები მოძველდა. 66 წლის პუტინმა ლგბტ თემის უფლებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს ლგბტ თემის წარმომადგენლებთან “პრობლემა არ აქვს”, თუმცა მათ თავისუფლად ცხოვრების უფლებას არ მისცემს.

“ღრმად შეწუხებული ვარ ბოლო ინტერვიუთი Financial Times-თან და კატეგორიულად არ ვეთანხმები თქვენს აზრს. მე ვამაყობ ვცხოვრობდე სამყაროს იმ ნაწილში, სადაც ადამიანების უფლებები საყოველთაოდ აღიარებულია დ სადაც, შეგვიძლია გვიყვარდეს ის, ვინც ჩვენ გვიყვარს”- წერს ელტონ ჯონი სოციალურ ქსელში

https://www.instagram.com/p/BzQ38cdD8Fj/?utm_source=ig_embed

მანამდე ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა რუსეთში ფილმ Rocketman-იდან გეისექსის სცენის ამოღების შესახებ განცხადება გაავრცელა. ამ განცხადების მიხედვით, მომღერალი და ფილმის შემქმნელები ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილებას გმობენ.

Rocketman რუსეთში ცენზურის მსხვერპლი რომ გახდა, ამის შესახებ რუსულმა ტელეარხმა, tv Rain-მა გაავრცელა ინფორმაცია. ფილმიდან ამოჭრეს გეი სექსის, კოცნისა და ნარკოტიკების მოხმარების ამსახველი სცენები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები