LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კატეგორიულად ვითხოვ აღნიშნული ჯგუფი გაუქმდეს და მისი წევრობა დატოვოს უკლებლივ ყველამ!“- რა მიმართვას ავრცელებს ზაზა თელია

1569
ზაზა თელია

ცნობილი დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე მიმართვას ავრცელებს.

“სამწუხაროდ ინფორმაცია მაქვს რომ ფეისბუკ გვერდზე შექმნილია “ზაზა თელიას პაციენტების ჯგუფი”

რადგან ამ ჯგუფის შემქმნელები ან შემქმენლი ვერ ხვდება თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს მსგავსი კომუნიკაცია პაციენტებს შორის, ან/და ინფორმაციის გაცვლა/გამოცვლა, მე ავუხსნი კიდევ ერთხელ

მსგავსი სამედიცინო ინფორმაციის გაცვლა არაეთიკურია, საზიანოა, პოტენციურად საშიშია, ასევე შესაძლებელია ბევრი არასწორი ინფორმაცია დაიწეროს, ან ტყუილი, ან “ფეიკ” პაციენტმა გაავრცელოს ფეიკ ინფორმაცია, საბოლოო ჯამში ზიანი ადგება პაციენტს, მის ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა მეც

ნამდვილად ამისთავის არ ვათენებ ღამეებს რომ დღეში 1000 პაციენტს ვუპასუხო და feedback მქონდეს მათთან, ეს ჩემითვის მძიმე შრომასთან არის დაკავშირებული და ძალიან საწყენია მსგავსი რამ რომ გავიგე.

კომუნიკაცია ჩემს პაციენტებს შეუძლიათ ჩემთან, უკლებლივ ყველას ვპსაუხობ კითხვების არსებობის შემთხვევაში, არ ყოფილა განსხვავებული შემთხვევა ბუნებაში

კატეგორიულად ვითხოვ აღნიშნული ჯგუფი გაუქმდეს და მისი წევრობა დატოვოს უკლებლივ ყველამ!!!!!

წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუფში გაწევრიანებულ არცერთ პაციენტთან მე ურთიერთობას აღარ გავაგრძელებ და დამერწმუნეთ ვიცი ყველა ვინც გაწევრიანებულია

მადლობა და ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს ზაზა თელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები