LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ბავშვის სახლში გამოკეტვის“  – ინგა მამუჩიშვილი ვირუსებზე

inga-mamuchelashvili

რა არის აუცილებელი ბავშვის იმუნიტეტის ასამაღლებლად და როგორ დავიცვათ პატარები ვირუსებისგან – ამ თემაზე გადაცემაში „ექიმები“ „სეუ-კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელმა, ინგა მამუჩიშვილმა ისაუბრა:

უმნიშვნელოვანესია სამედიცინო დონის ამაღლება. მშობელს პირველივე დღიდან ვუხსნი, რომ აუცილებელია ძუძუთი კვება. მოგეხსენებათ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია შემდგომში ჯანმრთელი ორგანიზმის ჩამოყალიბებისთვის. როდესაც ბავშვი რაღაცეების გაცნობიერებას იწყებს, თავიდანვე ვასწავლოთ მას, როგორ მიხედოს თავს. დაიბანოს ხელები, მოახდინოს პირის ღრუს სანაცია, არ უნდა მიუახლოვდეს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ხველა და ცემინება. ავუხსნათ, როგორ იხმაროს ნიღაბი და ერთჯერადი ხელსახოცი. ბავშვებმა უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, არ უნდა მივაჩვიოთ ისინი ტკბილეულს. გაჯეტები, გადაღლა, გამოუძინებლობა დიდი დარტყმას აყენებს იმუნიტეტს.

როგორც წესი, წლამდე ასაკის ბავშვები ნაკლებად ავადობენ. ბავშვი იწყებს ავადობას წლინახევრის, ორი წლის ასაკიდან და ეს გრძელდება 5 ან 6 წლამდე, ეს ბუნებრივია. ვირუსების პერიოდში ნებისმიერი ხალხური საშუალებების გამოყენება შეიძლება. ნიორი, ხახვი, ლიმონი, ჟოლო, ჯინჯერი, დარიჩინი, თაფლი, ეს ყველაფერი არაჩვეულებრივია და ჩვენ შეგვიძლია ისინი გამოვიყენოთ. მხოლოდ უსაფრთხო საშუალებები და არავითარ შემთხვევაში წყალბადის ზეჟანგი. ბოლო პერიოდში სამი ბავშვი მყავდა წყალბადის ზეჟანგით დაზიანებული.

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ბავშვის სახლში გამოკეტვის. უნდა შეგვეძლოს ბავშვის მდგომარეობის დიფერენცირება. თუ ბავშვს აქვს ტემპერატურა 38 გრადუსამდე, თუ ის აქტიურია, ღებულობს სითხეს, საკვებს, თუ მას ხელს არ უშლის რაიმე სიმტოპმი, ის აუცილებლად უნდა გავიყვანოთ გარეთ, მაგრამ მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.

აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ლარიფანი, ესაა საშუალება, რომელმაც დაიპყრო ქართული ფარმაცევტული ბაზარი. ესაა რბილი, არა მოძალადე იმუნომოდულატორი. ის ხელს უწყობს ჩვენივე იმუნური სისტემის გამოფხიზლებას. ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც პრევენციის მიზნით, ასევე ვირუსული დაავადებების სიმპტომების გამოვლენისთანავე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები