LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კატლეტების შეწვა როგორმე რუსეთში თქვენზე ადრე ვიცოდით“ – მარგარიტა სიმონიანი „მაკდონალდსს“ მიმართავს

4257
simoniani

რუსული პროპაგანდისტული მედიის, „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელმა ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში რუსეთიდან „მაკდონალდსის“ გასვლის თაობაზე ისაუბრა და ასევე, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია შეაფასა. სიმონიანი აღნიშნავს, რომ რუსული ეკონომიკა არასოდეს ყოფილა ასე აყვავებული:

„მაისის დღესასწაულებზე მოვიარე ქვეყანა, სოჭშიც ვიყავი. მე ასეთი კმაყოფილი ხალხი არ მახსოვს. პირველად მოხდა, რომ საყვედურზე მეტი, იყო მადლობა. „მაკდონალდსი“ დაიხურა და უცებ გაჩნდა ახალი ალტერნატივა, ახალი რესტორნების ქსელი სხვა ბრენდით, იმიტომ, რომ აქ მუშაობს ჩვენი ხალხი, 10 ათასობით ადამიანი. ისე ხომ არ დავტოვებთ? ვისაც ჩვენთან არ მოსწონს, გზა ხსნილია, არავინ და არაფერი მოგვენატრება, ეს იცოდეთ. „მაკდონალდსი“ წასულაო, დიდი ამბავი, კატლეტების შეწვა როგორმე რუსეთში თქვენზე ადრე ვიცოდით“  – ამბობს მარგარიტა სიმონიანი.

„ამერიკა, ამერიკაო ყვირიან! რომელი ამერიკა? სულ 250 წელია, რაც არსებობს, თფუ!“ – მარგარიტა სიმონიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები