LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატრინ დენევი, იზაბელ იუპერი და სხვა ვარსკვლავები „ლუი ვუტონის“ ჩვენებაზე (ფოტო)

349

პარიზის მოდის კვირეული „ლუის ვუტონის“ ახალი კოლექციის ჩვენებით დაიხურა. A კლასის ბრენდის სამოსის შესაფასებლად ჩვენებაზე თავი მეგავასკვლავებმა მოიყარეს. მათ შორის იყვნენ კატრინ დენევი, იზაბელ იუპერი, ალისია ვიკანდერი, ქეით ბლანშეტი, ლეა სეიდუ, ლუკ ვენასი, ჯასტინ ტერუ და სხვები.

74 წლის კატრინ დენევი ჩვენებაზე კლასიკური შავი ფერის ანსამბლში იყო გამოწყობილი. ლაკის შარვალსა და სვიტერში პოზირებდა ფოტოგრაფებთან იზაბელ იუპერი. ალისა ვიკანდერმა, რომელიც „ლუი ვუტონის“ სახეა, აქცენტი შემოდგომის პალიტრის ფერებზე გააკეთა. რაც შეეხება მამაკაცებს, ლუკ ევანსმა, ჯასტინ ტერუმ და პოლ ბეტანიმ უპირატესობა სპორტულ სამოსს მიანიჭეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები