LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაუნასის თოჯინების სახელმწიფო თეატრი თბილისს პირველად ესტუმრა

1568
tojinebis-teatri-news12121

8 ნოემბერს , თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი უმასპინძლებს ქალაქ კაუნასის თოჯინების სახელმწიფო თეატრს
ლიეტუვადან. 19 საათზე გაიმართება უსიტყვო სპექტაკლის – ‘’მანკიერი მთის’’ ჩვენება. დამდგმელი რეჟისორია ენდრიუს ზიურასკასი (Andrius žiurauskas).

სპექტაკლი გვიყვება მთის ძირში მცხოვრები სხვადასხვა სარწმუნოების ერების შესახებ, რომლებიც საკუთარი ტრადიციების შესაბამისად ცხოვრობენ და ვერაფრით თანხმდებიან, რომლის რელიგია უფრო მნიშვნელოვანია. მოულოდნელად მთის მწვერვალს შუქი ურტყამს და ვრცელდება ჭორი, რომ თუ ვინმე შუქს შეეხო, ხალხი ბედნიერი იქნება საუკუნეების ბოლომდე. აღთქმული ბედნიერების მოპოვების სურვილი იმდენად დიდია, რომ მეზობლებს სრულიად ავიწყდებათ მათი რისხვა ერთმანეთისადმი და ერთად იწყებენ მიზნისკენ სწრაფვას. სპექტაკლი ხაზს უსვამს განსხვავებული ცხოვრების წესისა და კულტურის პატივისცემას და შემწყნარებლობას. როგორც რეჟისორი ამბობს: ‘’დღევანდელ პირობებში, როცა საზოგადოება
გაუცხოებული და დაყოფილია, მინდოდა ისეთი სპექტაკლი შემექმნა, სადაც ყველა ადამიანი, მიუხედავად განსხვავებული მსოფლმხედველობისა, იზიარებს საერთო
მიზანს.’’ წარმოდგენა გრძელდება 50 წუთი და რეკომენდებულია 8 წლის ასაკიდან.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 27 აპრილს თბილისისა და კაუნასის თოჯინების თეატრებს შორის გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი. ხელმოწერის
დღიდან აქტიურად დაიწყო შემოქმედებითი თანამშრომლობა. 2018 წლის თებერვალში სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საბაშვილმა კაუნასის სცენაზე ვაჟა–ფშაველას
‘’შვლის ნუკრის ნაამბობი’’–ს პირველ თოჯინურ დადგმა განახორციელა. 2019 წლის 26 – 29 ოქტომბერს კი თბილისის თოჯინების თეატრის საგასტროლო ტურნე გაიმართა ლიეტუვას რესპუბლიკაში. კაუნასის თოჯინების თეატრში თამაზ იმნაძის სპექტაკლის – ,,ბაბაჯანას ქოშები ანუ სიზმრები თბილისზე“ ჩვენებები მოეწყო.

კაუნასის თოჯინების თეატრის გასტროლი თბილისში 10 ნოემბერს დასრულდება. თეატრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება სამომავლოდაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები