LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიის მუსიკალურმა დაჯილდოებამ „ფენიქსი“ ლაზი მომღერალი კორჰან ოზილდიზი დააჯილდოვა

201
170703530-4020173641376384-1751706133425143838-n

კავკასიის მუსიკალურმა დაჯილდოებამ „ფენიქსი“ წელს ლაზი მომღერალი კორჰან ოზილდიზი და მისი ეთნო-როკ ჯგუფი „მარსისი“ დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოება 20 მარტს გაიმართა, თუმცა კორჰან ოზილდიზიმ ჩამოსვლა ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ, თურქეთის საელჩომ დააორგანიზა დაჯილდოების ცერემონიალი თურქეთის საელჩოში, 7 აპრილს 16:00 საათზე, სადაც კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსის“ დამფუძნებელმა ლადო ბურდულმა კორჰან ოზილდიზს „ფენიქსის“ ჯილდო გადასცა.

გარდა ამისა, კორჰან ოზილდიზის ჩამოსვლასთან ერთად, იგეგმება ქართველ მომღერლებთან დუეტების ჩაწერა – კერძოდ, ლაზ მომღერალთან დუეტის ჩაწერას ლელა წურწუმია და დათო ხუჯაძე გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები