LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტლინ ჯენერი ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება

269

ყოფილი ოლიმპიელი ჩემპიონი ბრიუს ჯენერი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ სქესი შეიცვალა და კეიტლინ ჯენერი გახდა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.

წყაროს ცნობით, ჯენერი მთელი ცხოვრება რესპუბლიკელების მხარდამჭერი იყო, ხოლო დღევანდელ ინაუგურაციაზე მისვლით ის ფიქრობს, რომ ლგბტ-თემის უფლებების დაცვაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

ცნობილია, რომ ჯენერს ტრამპისგან მოწვევა არ მიუღია. ის არაკომერციული ორგანიზაცია American Unity Fund-ის სტუმარი იქნება.

„რესპუბლიკელებს სჭირდებათ დახმარება ლგბტ-საკითხებში და მე მზად ვარ ეს დახმარება აღმოვუჩინო“, – განაცხადა ჯენერმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები