LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენდალ ჯენერი და დები ჰადიდები „ალბერტა ფერეტის“ ჩვენებაზე (ფოტო)

664

„ალბერტა ფერეტის“ მოდის სახლის გაზაფხულ-ზაფხულის უახლესი კოლექციის ჩვენება მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ჩვენების უამრავ დასამახსოვრებელ მომენტს შორის ყველაზე გამორჩეული თანამედროვეობის საუკეთესო მოდელების გამოსვლა გამოდგა. პოდიუმზე ერთამენთის მონაცვლეობით კენდალ ჯენერი, ბელა და ჯიჯი ჰადიდები გამოვიდნენ.

ბრენდის ახალი კოლექცია თითქმის მთლიანად შავ ფერებშია გადაწვეტილი. „ალბერტა ფერეტის“ მოდის სახლმა აქცენტი ძვირფას ქსოვილებსა და მაქმანებზე გააკეთა. კოლექციას ტრაგიკული ელფერი დაკრავს და ის ზედმეტად აკადემიურია. კენდალ ჯენერმა და დებმა ჰადიდება პოდიუმზე რამდენიმე კოსტიუმი წარმოადგინეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები