LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენდალ ჯენერმა Met Gala-ს წესები დაარღვია

394

მოდელმა კენდალ ჯენერმა კოსტიუმების წვეულების, Met Gala-ს აკრძალვა სელფის გადაღების შესახებ დაარღვია. ფაქტი ცნობილი „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული მისი ავტოპორტრეტიდან გახდა, რომელიც მან ღონისძიების მსვლელობის დროს გააზიარა.

Met Gala-ს წესების თანახმად, სელფის გადაღება აკრძალული იყო, თუმცა ჯენერმა ცნობილ ადამიანებთან ერთად საპირფარეშოში გადაღებული სელფი გამოაქვეყნა. მათ შორის იყო მისი ყოფილი ბოიფრენდი, რეპერი A$AP Rocky. აღნიშნული სელფით კი დადასტურდა, რომ ისინი კვლავ ერთად არიან.

ფოტოზე კიმ კარდაშიანი, პაფ დედი, ბრი ლარსონი, პერის ჯექსონი და სხვა პოპულარული სახეებიც ჩანან. ამ მომენტისთვის ის 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიწონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები