LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კეთილი განწყობით“- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს

turizmi

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს, სახელწოდებით „კეთილი განწყობით“. პროექტთან დაკავშირებით “არტ ჰაუზში” პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი კამპანიის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო.

”საქართველოში მომსახურების მაღალი ხარისხის ერთ-ერთ შემაფერხებელი ფაქტორი სერვისის სფეროში მომუშავე ადამიანებსა და მომხმარებლებს შორის არსებული არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულად განვითარებულ ქვეყნებში ტარდება. კამპანიის მთავარი იდეაა მომსახურების სფეროში დასაქმებულთა და მომხმარებელთა მოტივაციის ამაღლება კეთილი განწყობის გასაზიარებლად“, -აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, მარკეტინგული კამპანია გათვლილია როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანზე, ასევე მომხმარებელზე. სპეციალურად პროექტისთვის შემუშავდა კამპანიის ლოგო; დამზადდა კამპანიის სარეკლამო სტიკერები, როგორც პროექტის დასახელებით „კეთილი განწყობით“, ასევე, სხვადასხვა ლოგანების გამოყენებით: #გაუღიმებარმენს, #გაუღიმეგამცილებელს, #გაუღიმეგიდს“ და სხვა; მომზადდა კამპანია „კეთილი განწყობით“ საინფორმაციო- სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომლის გავრცელება მოხდება სოციალური ქსელის მეშვეობით; შეიქმნა კამპანიის ფეისბუქ გვერდი; დაიგეგმა გამოწვევის აქტივობები ინსტაგრამზე; ტურიზმის სფეროში არსებული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მეტროსადგურებში და ავტობუსის გაჩერებებზე განთავსდება სარეკლამო ბანერები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები (მიმტანი, სასტუმროს დიასახლისი, გიდი და სხვა); ასევე, თბილისში, ტურისტულად დატვირთულ ადგილას მოეწყობა ღიმილის კედელი. კედელზე გაიკვრება, როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების ფოტოები, ასევე იმ ადამიანების ფოტოები, ვინც ფეისბუქ გვერდის გამოწვევის კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდება ინოვაციური AI (ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიის მონიტორები, რომელზეც მოღუშული სახის მქონე მომსახურების სფეროს წარმომადგენლები იქნება გამოსახული. მონიტორის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ პორტრეტი გაიღიმებს მაშინ, როდესაც კამერის წინ მდგომი გამვლელი მას თავდაპირველად გაუღიმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები