LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეზერაშვილი ფორმულა კრეატივის ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

668
f370cede-5eea-4c6a-be87-6242a5488758-cx0-cy3-cw0-w1023-r1-s-2019-08-01-08-03-05-606181-e1564646591762

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი ფორმულა კრეატივის ტელევიზიის (შპს ფორმულა) საკონტროლო პაკეტის, 51 პროცენტის მფლობელი გახდა.  ცვლილებები რეესტრში 3 სექტემბერს აისახა, ინფორმაცია კი პირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.

ამჟამად მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა შპს ფორმულას 25-პროცენტიანი წილების ნაცვლად 12,25% ფლობენ.

კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია 29 აგვისტოს მიანიჭა. „ფორმულა“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობის დაწყებას 1 ოქტომბერს გეგმავს.

კეზერაშვილმა ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ თითქმის ერთი თვის წინ, პირველ აგვისტოს ფეისბუქგვერდზე დაწერა. ამ განცხადების შემდეგ ფორმულა კრეატივმა ახალი ტელევიზიის დაფუძნება ოფიციალურად დაადასტურა.

კომპანიის გეგმების მიხედვით, არხი “ხარისხიანი, უკომპრომისო, სანდო, ოპერატიული და ეფექტური” მედია-საშუალება იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები