LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კეზერაშვილი, კორუფციის სიმბოლო აფინანსებს ხაბეიშვილის ანტიკორუფციულ მოძრაობას” – კობახიძე

38
ირაკლი-კობახიძე-2

კეზერაშვილი, კორუფციის სიმბოლო აფინანსებს ხაბეიშვილის ანტიკორუფციულ მოძრაობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

“კეზერაშვილი რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა, მაგალითად, 2008 წელს და დღესაც რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ამას ვერ გავშლით ჩვენ. სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაა, როდესაც კეზერაშვილი აფინანსებს ხაბეიშვილს. 10 ათასს აძლევს ხელფასს ყოველთვიურად და 15 ათას დოლარს აძლევს ანტიკორუფციული მოძრაობისთვის, მისი ენჯეოსთვის. წარმოიდგინეთ, კეზერაშვილი აფინანსებს ხაბეიშვილის ანტიკორუფციულ მოძრაობას. კორუფციის სიმბოლო, აფინანსებს ანტიკორუფციულ მოძრაობას. ესეც ხომ სირცხვილია? აი, ყველაფერს თავი დავანებოთ, ესეც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. როდესაც კეზერაშვილი აფინანსებს ცნობილ სამეულს ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას, ესეც ხომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია? ეს ადამიანი როდესაც იყო ხელისუფლებაში, მოქმედებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და დღესაც მოქმედებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და როდესაც მას ხვდება კურტ უოლკერი, ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია”, – საუბრობს ირაკლი კობახიძე.

ამავე თემაზე:

ირაკლი კობახიძე: ხაბეიშვილი პატარა ბოლშევიკია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები