ხაჭაპური მსოფლიოში აღიარეს – კულინარიულ ვებგვერდმა TasteAtlas.com-მა მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძი დაასახელა და მათ შორის პირველ ადგილზე ხაჭაპურია.

როგორც ვებგვერდი წერს, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია და მისი რამდენიმე სახეობა არსებობს. იმის მიუხედავად, რომ მისი თანამედროვე ვარიანტები მოცარელსა და ფეტასაც შეიცავს, ყველაზე ტრადიციული ქართული ხაჭაპური იმერული ყველისგან ან სულგუნისგან მზადდება.

TasteAtlas.com-ის მიხედვით, ხაჭაპურის ორი ყველაზე პოპულარული ნაირსახეობა იმერული და აჭარული ხაჭაპურია.

აღსანიშნავია, რომ ხაჭაპურმა ვებგვერდის მომხმარებელთა შეფასებით, 5-დან 5 ქულა მიიღო და შესაბამისად, რეიტინგის ლიდერი გახდა. მეორე პოზიციაზე ბოსნიური კერძი ჩევაპია.

მსგავსი თემები