LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჯიმბამ შენობა დატოვა – ოპოზიციის შტურმი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

262
BeFunky-collage (12) (1)

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დედაქალაქში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. ოპოზიციის ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია შტურმით აიღეს და შენობაში შეიჭრნენ. აფხაზური მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ხაჯიმბამ ადმინისტრაციის შენობა უკვე დატოვა და სახელმწიფო ორგანოში ოპოზიცია შევიდა.

პროცესს წინ უძღოდა ხმაურიანი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაცვას შორის. აფხაზური მედიის ცნობით, დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, თუმცა დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო არ ასაჯაროვებს ინფორმაციას დაზარალებულთა რაოდენობის და მდგომარეობის შესახებ.

დემონსტრანტები ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოვიდნენ და ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც  2 ტურის საშუალებით ჩატარდა და მეორე ჯერზეც რაულ ხაჯიმბამ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა.

სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება ოპოზიციური პარტია “ამცახარას” კანდიდატი ალხაზ კვიცინია, რომელმაც ე.წ. ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს შენობის შესასვლელი კარი.

მათთან ერთად იმყოფება ოკუპირებული აფხაზეთის სხვა ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერებიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები