LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხი მუშაობს პარლამენტში, მარტო ჩვენ ვიცინით და გვიბრაზდებიან, ნუ იცინითო: ვახტანგ მეგრელიშვილი

55
ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ როდესაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებზე ხუმრობდა „უბრაზდებოდნენ, ნუ იცინითო“. ფეისბუქლაიქვში საუბრისას „გირჩის“ დეპუტატები აცხადებდნენ, რომ პარლამენტთან შეკრებილები ენმ-ს პარლამენტში მისვლის წინ „ჭყვიტინებენ“. მეგრელიშვილის თქმით, პარლამენტში შესვლის წინ მასაც „უჭყვიტინებდნენ“.

„მე მოვედი და რომ მოვდიოდი, მეცინებოდა. ვიკითხე ვინ არიან თქო, მითხრეს, რომ ქართული ოცნების აქტივისტები არიან, მაგრამ არ იძახიან რომ ქართული ოცნების აქტივისტები არიანო. რომ გამოვიარე დაიწყეს ჭყვიტინი. ვკითხე, რატო მიჭყვიტინებთ, რა გინდათ-მეთქი და მითხრეს, შენ მთვრალი ხარო. ძალიან დიდი ეჭვი აქვთ, რომ იმის გამო, რომ ამაზე მეცინებოდა, მე ვარ მთვრალი“, – თქვა მეგრელიშვილმა ლაივში.

მეგრელიშვილის განცხადებას ალექსანდრე რაქვიაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ამ აქციაზე მასაც ეცინება, მაგრამ მთვრალი არ არის“. მისივე თქმით, სტერეოტიპებს ანგრევენ, რათა სულ სერიოზული სახით არ იყვნენ.

„ვერ ვხვდები ეს როგორ შეიძლება ეს სერიოზული პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი იყოს. გასაგებია, რომ ნაცებმა იგივე გააკეთეს და ახლა ქოცები პასუხობენ, როგორც ჩანს, მაგრამ, რატომ პასუხობენ?!“ – ასე გამოეხმაურა აქციას რაქვიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები