LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხალხის ხარჯზე სარგებლის მიღების ნაცვლად, დღეს ხელისუფლება საზოგადოებაზე, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს”-კახა კალაძის განცხადება

83
0d7005fdcfa9b3fed975cb82c77adc29-XL

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ხონში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,რომ  „ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, მდგომარეობა ყველა მიმართულებით არსებითად გაუმჯობესდა.

“ხალხის ხარჯზე სარგებლის მიღების ნაცვლად, დღეს ხელისუფლება საზოგადოებაზე, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მაქვს ამ ისტორიულ ადგილზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საუკუნეების მანძილზე, საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრეულ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდნენ ადამიანები, რაც საქართველოს უდიდესი წარსულის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან ხონი საეპისკოპოსო ცენტრად იქცა, რაც მის უდიდეს მნიშვნელობაზე, კულტურულ, ისტორიულ და რელიგიურ ღირებულებაზე მეტყველებს. ყველაზე კარგად აქ შეკრებილმა ადამიანებმა იციან, თუ რა ხდებოდა ხონში 2012 წლამდე. მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, ჭაობში იყო ჩაფლული, შეფერხებული იყო განვითარება, ქალაქში შექმნილი დოვლათი კი ერთეული ადამიანების კეთილდღეობას ხმარდებოდა. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, მდგომარეობა ყველა მიმართულებით არსებითად გაუმჯობესდა. ხალხის ხარჯზე სარგებლის მიღების ნაცვლად, დღეს ხელისუფლება საზოგადოებაზე, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს“, – აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები