LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხს გაუჩნდება საქმე, რამდენიმე თვეში კი შემოსავალი – ეკონომიკის ექსპერტის რჩევები

93
1-21JOeS-UlfrlFPIaps7v6w@2x

ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავლენას უკავშირდება. ჭარაია მთავრობას და ბიზნეს მოუწოდებს, მაქსიმალურად გადაიტანონ ყველა სერვისი ონლაინ. ამასთან, ეკონომიკის ექსპერტი აქცენტს აკეთებს სოფლის მეურნეობაზეც და მთავრობას მისი ხელშეწყობისკენ მოუწოდებს. ვახტან ჭარაია ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხს გამოყოფს:

„1.სავალუტო ჯიხურების გაჩერება ვერც გაამყარებს და ვერც გააუფასურებს ლარს, თუმცა მოჭარბებულ მღელვარებას კი ნამდვილად დაურეგულირებს. იმედი მაქვს ეროვნული ბანკი, მალევე გააუქმებს ამ შეზღუდვას, როგორც კი ამისი შანსი ექნება.

2.მოვუწოდებ მთავრობას და ბიზნესს მაქსიმალურად ონლაინ გაიტანონ ყველა თავისი სერვისი, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის თუნდაც მიზერული სტიმულირებისთვის და საზოგადოების მხარდასაჭერად.

3.გაზრდილი უმუშევრობის, გაიაფებული ნავთობპროდუქტების და ზოგადად არსებული მდგომარეობის ფონზე, მთავრობამ მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს კარს მომდგარი სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების ორგანიზებას. როგორც მინიმუმ ხალხს გაუჩნდება საქმე და რამდენიმე თვეში კი შემოსავალი“, – ამბობს ჭარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები