LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხს უნდა ცვლილებები, ადამიანები 41-ს აღარ შემოხაზავენ: ვაშაძე

46
გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საზოგადოებას ცვლილებები უნდა, მოქალაქეები 41-ს აღარ შემოხაზავენ და აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნება” ვერც 43%-ს და ვერც 41%-ს ვეღარ შეაგროვებს.

ვაშაძის თქმით, საზოგადოების 61% ახალ არჩევანს ეძებს, მათი პარტიის მიზანი კი ხალხის ნდობაა:

“საზოგადოებას უნდა სიახლეები და შეგახსენებთ, რომ საზოგადოების 61% ეძებს ახალ არჩევანს. ჩვენი მთავარი მიზანია ხალხის ნდობა. დარწმუნებული ვარ, რომ წელს დიდი ცვლილებების წელი იქნება.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ კვლევაში ყველა პარტიის პროცენტები დაკლებულია. რეალობა ისაა, რომ ხალხი ეძებს სიახლეებს, განსხვავებულ არჩევანს.

რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, ეს არახალია. მათ უნდათ, რომ ყველაფერი ერთ პოლარიზებულ ვითარებად წარმოაჩინონ. კვლევა არის ხალხის ხმა და თუ გაჯიუტდები, საზოგადოება პასუხს აუცილებლად მოგთხოვს და ხალხი 2 ოქტომბერს აუცილებლად გასცემს პასუხს ირაკლი ღარიბაშვილს.” – თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი IRI-ს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და თქვა, რომ, “რა თქმა უნდა, პატივს სცემენ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ კვლევებს ადგილზე, არიან უშუალოდ მართულნი და კონტროლირებულნი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები