LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს და რა თქმა უნდა, ამ ვაქცინის მოწოდება ჩვეულებრივ გაგრძელდება – გაბუნია

43
83eb2cb6b7ed845353a8a334632371f4-770x533

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდება საქართველოსთვის ჩვეულებრივ გაგრძელდება, რადგან ქვეყანაში არსებული რაოდენობა, გაბუნიას შეფასებით, მცირეა.

“ინტენსიურად გაგრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ ავტორიზაციის მიღებისთანავე ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, ვინც რაიმე მიზეზით „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ამ ეტაპზე ვერ გამოიყენებს. მოგეხსენებათ, რომ ასევე არის „ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაცია, რასაც არანაირი შეზღუდვა ამ ეტაპზე არ აქვს. დოზები არის გარკვეულწილად ლიმიტირებული, თუმცა, „ფაიზერთან“ მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი დოზები ქვეყანას მოეწოდოს პირდაპირი მოლაპარაკების გზით.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდება გაგრძელდება, რადგან საკმაოდ ფართოა 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი. ის დოზები, რაც ჩვენ გვაქვს ძალიან მცირეა. ხანდაზმულებში საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს „ასტრაზენეკას“ და რა თქმა უნდა, შემოვა, მოწოდება გაგრძელდება ჩვეულებრივ“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები