LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი გორში – ქრობის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთვება

459
ტყის ხანძარი2

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. ამასთან დაკავშირებით შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. პირველადი ინფორმაციით ცეცხლი გავრცელებულია ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე.

ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის ყველა სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიის ვერტმფრენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები