LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი წყალტუბოში – დაღუპულია ორი ადამიანი

523
81619383-2668625333220500-7461418397239083008-n

წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმის “მეგობრობის” შენობას ცეცხლი გაუჩნდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები 70 წლამდე ქალბატონები არიან.

“ფორტუნას” ინფორმაციით, აღნიშნულ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ოჯახი 25 წელია ცხოვრობს. შენობა ძველი და სარეაბილიტაციო იყო. როგორც დევნილები აცხადებენ, მათ ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართეს სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, თუმცა ამ დრომდე შენობის გარემონტება ვერ ხერხდებოდა. “მეგობრობაში” მცხოვრებმა ოჯახებმა რამდენიმე ოთახი საკუთარი ხარჯებით გაარემონტეს.

ადგილზე გამოიძახეს სახანძრო-სამაშველო სამსახური. ადგილზე მისულ მაშველებს, ორივე მათგანი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძარის ჩასაქრობად სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

წყალტუბოს სანატორიუმი იწვის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები