LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურის შემოვლით, 13 კმ-იან ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა

105
Untitled

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის შემოვლით, 13 კმ-იან ახალ გზაზე დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი გზის 13 კმ-დან, გზის დაახლოებით 11 კმ-იან მონაკვეთზე, ექსპლუატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი ოთხი ზოლი, ხოლო კილომეტრ-ნახევრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს ორზოლიანი გზით.

ახალი გზის საშუალებით გადაადგილების დრო 40-50%-ით შემცირდება და მგზავრობა არსებულ გზაზე 20 წუთის ნაცვლად, 10 წუთში იქნება შესაძლებელი.

უმნიშვნელოვანესი გზა – ასე უწოდა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხაშურის ახალ შემოვლით გზას.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა  საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც, მან განაცხადა, რომ ახალი გზა საკმაოდ უსაფრთხო და საინტერესოა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები