LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში სამგზავრო მატარებელი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

matarebeli

ხაშურში, სოფელ ტეზერის მიმდებარე ტერიტორიაზე ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც რადიო “ფორტუნას” შსს-დან აცნობეს, ფაქტზე გამოძიება 275 მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 2-დან 5-წლამდე თავსიუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო მოქმედებების გამო, რკინიგზაზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები